ჭიღვარია, შესაძლოა, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნოს

0
როგორც ცნობილია, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ირკვევა, რომ ჭიღვარია თანამდებობიდან წასვლის წინააღმდეგია და გადადგომას მას გუნდი აიძულებს. კულუარული ინფორმაციით, მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პოზიციას სთავაზობენ. ჭიღვარიამ “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა უკვე დატოვა. გიორგი ჭიღვარია ქალაქის არჩეული მერი 2017 წლიდანაა.
#ჭიღვარია
#ქუთაისისმერი
#KUTAISIDAILY
0