თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდგინდა

0
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსით 14 წლის მოზარდია დაინფიცირებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვს თსსუ-ს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. მისივე თქმით, კვლევა მათ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ, თუმცა პასუხი უარყოფითია. „გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან. კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14- დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. რაც შეეხება ინფიცირებულს, ეს ოჯახს უკავშირდება. მისი ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის“, - განაცხადა ბექაიამ.
#კორონავირუსი
#14წლისმოზარდი
#ინფიცირებული
#tbilisidialy
0