8 აპრილის მონაცემებით აჭარის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ხუთივე შემთხვევა წინა დღეს გამოვლენილ დაინფიცირებულ პირს უკავშირდება. ხუთივე ადამიანს მასთან კონტაქტი ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ გრძელდება შიდა გადაცემის ტალღა. შემთხვევები ქობულეთის სოფელ ღვარას უკავშირდება.
კარანტინში სასწაფო დახმარების ჯგუფიდან 6 ადამიანიც გადაიყვანეს, ვისაც დაინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ნიჟარაძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში შიდა გადაცემის მეტ შემთხვევას უნდა ველოდოთ და ეს დაავადების ლოგიკური გაგრძელებაა.
ამ მომენტისთვის, საქართველოში კორონავირუსი სულ 208 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია.