ინდოეთში ჰაერის დაბინძურების დონის კლების ფონზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰიმალაის მთები პირველად გ

0
ინდოეთში ჰაერის დაბინძურების დონის კლების ფონზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰიმალაის მთები პირველად გახდა ხილვადი. (200 კმ.-ის მანძილიდან) ? ?? ინდოეთი, ქვეყანა სადაც დაახლოებით 1, 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს კორონა ვირუსის პანდემიის გამო 22 მარტიდან კარანტინშია. ? ინდოეთის ცენტრალური დაბინძურების საბჭომ განაცხადა, რომ 22 მარტის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება ჰაერის დაბინძურებაში. მხოლოდ დელიში, 44 %-ით არის შემცირებული PM10-ის დონე ჰაერში. „India Today“- ს მონაცემთა სადაზვერვო განყოფილების (DIU) თანახმად, 16-27 მარტის პერიოდში, ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში საშუალოდ 33 პროცენტით გაუმჯობესდა.✅? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ჰაერის ხარისხი უსაფრთხოა, თუ PM2.5 მხოლოდ 20 მილიგრამის შემცველობით არის ერთ კუბურ მეტრში. ინდოეთში კი წლის განმავლობაში, PM2.5 დაშვებულ ნორმაზე 5-ჯერ მეტია.✅? "ჩვენი სახურავებიდან თავისუფლად ვხედავთ თოვლით დაფარულ ჰიმალაის მთებს, ვარსკვლავებიც კი ჩანს ღამით. ასეთი რამ ბოლო ათწლეულების მანძილზე არ მინახავს.“- ამბობს სიჩევალი, ადამიანი რომელიც 30 წელზე მეტია გარემოს დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. ტვიტერიც სავსეა, ცნობილი ინდოელების მიერ დადებული ჰიმალაის მთების ფოტოებით.? ბოლო მონაცემების თანახმად ინდოეთში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4000-ს აცდა ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ასზე მეტია. გამოგვყვევით ინსტაგრამზე : https://www.instagram.com/chemiqalaqimklavs/ წყარო : https://www.sbs.com.au/language/english/audio/himalayas-visible-for-first-time-in-30-years-as-pollution-levels-in-india-drop?fbclid=IwAR0BpHZXtYbikT0rnkfOdop2Nk79tZU0T2kgdB9Uqp7TiLSPqUaDkyuehWM
0