რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მართვითი სუნთქვიდან მოიხსნეს

0
რესპუბლიკური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვიდან მოიხსნენ, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის კლინიკაში არის 50 პაციენტი. „ამ 50-დან ორი არის კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ეს პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა, ერთი სასიხარულო ფაქტი აღვნიშნო, რომ ეს ორი პაციენტი აღარ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და იმყოფება მხოლოდ ვენტილაციაზე. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია, რადგან, ასე ვთქვათ, გამოვიდნენ მდგომარეობიდან. რაც შეეხება ჩვენთან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს, ასეთი ახალი პაციენტი ამჯერად არ გვყავს. ვფიქრობთ, დაახლოებით 20 პაციენტი გაიტესტება. პასუხი გვეცოდინება დღის ბოლოს. რაც შეეხება გუშინდელ გატესტილს, არც ერთი არ აღმოჩნდა დადებითი. კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გადის მკურნალობას“, – განაცხადა დევი ტაბიძემ. საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
0