თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140978 ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის-განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ. „გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან. კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14- დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. რაც შეეხება ინფიცირებულს, ეს ოჯახს უკავშირდება. მისი ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის“, - განაცხადა ბექაიამ.
0