აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140981 აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 736 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 935-ს აღწევს. ქვეყანაში კორონავირუსის 402 383 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანრმთელებულია 22 539 ადამიანი.
0