ქობულეთის საავადმყოფო მუშაობას აჩერებს. ამის მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი მამაკაცი ამ კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მამაკაცს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ასევე, დაინფიცირებულია მისი შვილიც. ფილტვების ანთების დიაგნოზით აღნიშნულმა პირმა ქობულეთის საავადმყოფოში იმკურნალა, ტესტის ჩატარების შემდეგ კი ვირუსი დაუდასტურდა.
''ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ვეძებთ პაციენტების კვეთის ადგილებს. რომელსა კლინიკაში იყვნენ. ასე რომ თითოეული პაციენტის ირგვლივ შეისწავლიან კონტაქტებს. ვიცით, რომ კარანტინში და თვითიზოლაციაში გადასასვლელი მედიკოსების რიცხვიც გაიზრდება, ახლა უნდა შევისწავლოთ ამ ხუთი დადასტურებული შემთხვევის შემხებლობა მედპერსონალთან. ასევე მოხდება მათი იზოლაცია და პროტოკოლის დაცვით იზოლაცია'' - ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.
#ჯანდაცვა
#კორონავირუსი
#საავადმყოფო
#BatumiDaily