ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები განთავსდება

0
ვანის რაიონში დადასტურებული COVID19 -ის შემთხვევის გამო ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში განთავსებულ ბლოკპოსტებზე მოსახლეობას თერმოსკრინინგზე შეამოწმებენ. ამ დროისთვის 5000-ზე მეტი მოქალაქე ვანის რაიონში უკვე შემოწმებულია და მოხდება თუ არა მკაცრი საკარანტინო ზომების მიღება იმერეთის ამ რეგიონში მოგვიანებით გახდება ცნობილი. #ვანი #ბლოკპოსტები #საკარანტინეზომები #kutaisidaily
0