ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140987 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული რვა პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ოთხის კი დამაკმაყოფიკებელი- ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა. „გუშინ ღამის საათებში შემოიყვანეს ორი პაციენტი - ქალი და კაცი. სამი პაციენტი წევს, რომლებიც კვლევას გადიან და არიან დადგენილი პაციენტების კონტაქტები. დღეს იქნება მათზე სადიაგნოსტიკო კვლევები. რვიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, აქვთ პნევმონია", - აცხადებს თეიმურაზ ნადირაძე. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის დაინფიცირების წყარო ჯერ გამოკვლეული არ არის.
0