ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა, ჩატარდება თერმოსკირინინგი
191 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140990

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში შემიღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენი ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, შემოღებული იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის შესასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები.

„დღეს ჩატარდა მორიგი სხდომა საკოორდინაციო საბჭოს წევრების, თუმცა განსხვავებულ ფორმატში, ტელეკონფერენციის ფორმატში იყო სხდომა ჩატარებული და მიღეუბლი იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დღესდღეისობით საქართველოში გვაქვს 208 შემთხვევა „კოვიდ 19“-ის, 48 გამოჯანმრთელებული, სავალდებულო კარანტინში იმყოფება 4 682 ადამიანი, სამწუხაროდ, გვაქვს სამი ლეტალური შემთხვევა.

ასევე როგორც არის ინფორმაცია გავრცელებული, არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შემოღებული იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი ჩვენი თანამოქალაქეების, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ანაოლოგიური განხორციელდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment