როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს პნევმოკოკით აცრა

0
სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს და ახლა მუშაობს როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს პნევმოკოკით აცრა - ეკატერინე ტიკარაძე პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ასევე, დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს ეს აცრა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პნევმოკოკით შესაძლო აცრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე. აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, პამდენიის დროს პნევმოკოკით აცრა რეკომენდებული არ არის და ის ამის წინააღმდეგია. „ჯანდაცვის სამინისტროში პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად და ჩვენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ. პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ასევე, დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს ეს აცრა. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტრის პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ ამის განხორციელებას ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, არც პანდემიის და არც პანდემიის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
#news
#politics
#opinion
#business
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#სიახლე
#სიახლეები
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0