ბგანბამ კოროვირუსის გამო ყველა ძალისა და რესურსის მობილიზაცია მოითხოვა

0
გაგრის მკვიდრს, ექიმებმა დაუდასტურეს კორონავირუსის ინფექცია. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ შეხვედრა გამართა საოლქო და საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან. ე.წ მთავრობის მეთაურმა კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ტერიტორიების ყველა ძალისა და რესურსების 100 % მობილიზაციისკენ მოუწოდა. "მან აღნიშნა, რომ აუცილებელია სამედიცინო პერსონალის მუშაობის გაძლიერება, სამედიცინო სფეროში სარეზერვო სპეციალისტების მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა. ” ბგანბამ ასევე ურჩია ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს გააკონტროლონ საგანგებო მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი მოქალაქეები.
#სოხუმი
#ინფიცირებული
#კორონავირუსი
#SokhumiDaily
0