თაზექენდელების აქცია მარნეულში.

0
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზექენდის მოსახლეობამ მარნეულის მერიასთან აქცია გამართა. მონაწილეთა ურავლესობას ის ადამიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც თბილისში , მშენებლობებზე მუშაობდნენ. კარანტინის გამო ისინი სამუშაოდ ვეღარ მიდიან . " საქმე მქონდა ქალაქში და ამით ძლივით ვარჩენდი ოჯახს. დღეში 30-40 ლარს ვიღებდით. ახლა რით უნდა ვირჩინო ჩემი ოჯახი? ხელისუფლება ამბობს , რომ "დარჩით სახლში". მესმის , რომ ქვეყანაში საშიში ვირუსია გავრცელებული და უნდა დავრჩეთ სახლში. გასაგებია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდება შიმშილით დავიხოცებით. ვითხოვთ, გამოსავალი მოიძებნოს", -აცხადებს თაზექენდის მკვიდრი იგორ იუსობოვი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს მიმართეს შესაბამის ორგანოებს, მაგრამ პრობლემა დღემდე არ არის მოგვარებული.
#აქცია
#მერია#მარნეული#MarneuliDaily
0