ქართული წარმოების პირბადე 50 თეთრი ეღირება

0
ეკონომოკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საწყსზე ეტაპზე 400 ათასი პირბადე წამყვან სააფთიაქო ქსელებში უკვე გაშვებულია. "დღეიდან ჩვენი ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, საწყის ეტაპზე 400 ათასი პირბადე. დაახლოებით2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს წამყვან სააფთიაქო ქსელებზე: ავერსი, ჯი-პი-სი, პსპ და ფარმადეპო. ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ამ ქსელებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს - იცით, რომს სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ჩვენთვის ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს 1 პირბადის შეკერვა უჯდება1 ლარზე მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში აფთიაქებში გაიყიდოს 50 თეთრად თითო ცალი. სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას, “ - განაცხადა ეკონომოკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
#ნათიათურნავა
#პირბადე
#კორონავირუსი
#აფთიაქები
#tbilisidaily
0