აფხაზეთში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. როგორც გამოცემა აფსნიპრესი წერს, მას უკვე აუღეს კორონავირუსზე ანალიზი და პასუხს ელოდებიან.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი აცხადებს, რომ მოზარდი 7 აპრილს, ღამის თორმეტ საათზე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და ის ერთ საათში გარდაიცვალა. მათივე მტკიცებით, ბავშვს ბევრი თანდართული ქრონიკული დაავადება ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში წოლით რეჟიმზე იყო.
#news
#politics