ვანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 75 წლის ქალს დაუდასტურდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც
208 Views
Gode Marr
Tbilisi · 5 months ago

ვანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 75 წლის ქალს დაუდასტურდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც.

როგორც კორესპონდენტთან ადგილობრივები აცხადებენ, ქალი დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში, შვილთან იყო წასული. მას შემდეგ კი, რაც შვილიშვილს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ვანში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში ის ცხელებით კლინიკაში გადაიყვანეს. ცხელება დაუფიქსირდა მის მეუღლესაც. ამ დროისთვის ცოლ-ქმარი ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც დაინფიცირებული ქალის შვილი აცხადებს, ჯერჯერობით მამისთვის კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ.

ქალის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

ვანში დროებით დაიხურა კერძო კლინიკა, სადაც ინფიცირებული ქალი იყო შეყვანილი, კლინიკის თანამშრომლები კი იზოლაციაში არიან.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ვანის მუნიციპალიტეტსაც უკავშირდება

Tbilisi Kutaisi Batumi #politics #news #coronavirus
Gode Marr
Tbilisi · 5 months ago
31
Write a comment