3 აპრილს Grup Yorum-ის ტვიტერის ოფიციალური გვერდიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ასაკში სტამბოლში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა ჰელინ ბოლექი. მან სიცოცხლის ბოლო 288 დღე ჯგუფის სხვა ორ წევრთან, მუსტაფა კოჩაკთან და იბრაჰიმ გოკჩეკთან ერთად, პროტესტს მიუძღვნა. შიმშილის ეს ფორმა ტრაგიკულია, ადამიანები ამ დროს იღებენ მხოლოდ სითხეს, რათა გაიხანგრძლივონ დარჩენილი დღეები პროტესტის მაქსიმუმის გამოსახატავად.
ჰელინ ბოლექის ოჯახი წარმოშობით ქალაქ დიარბაქირიდანაა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქიდან, რომელიც ცენტრალურ ქალაქად მიიჩნევა თურქეთში მცხოვრები ქურთებისთვის.