უხანში კარანტინი დასრულდა - ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

0
76-დღიანი კარანტინის შემდეგ უხანის მოსახლეობა ცდილობს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის აპლიკაციაში "მწვანე" კოდი აქვთ, ქალაქში გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. კარანტინის მიუხედავად რჩება გარკვეული შეზღუდვები და მოქალაქეებს სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებენ. კარანტინის დასასრული ქალაქის ცენტრში სპეციალური შოუთი აღნიშნეს. 11 კვირის შემდეგ მაღალჩქაროსნული მატარებლები ისევ დაიწყებენ მგზავრების გადაყვანას. მოქალაქეები კვლავ ცდილობენ, სიფრთხილის ზომები დაიცვან. 8 აპრილს უხანში 200 ფრენა დაინიშნა. რკინიგზის სადგურზე მოქალაქეების ტემპერატურის ცვლილებას კვლავ აკვირდებიან.
#news
#events
#opinion
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#სიახლე
#სიახლეები
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0