5 წლის ქრისტინე ფანჩივაძეს სამეგრელოს გუბერნატორმა ის ნივთები აჩუქა, რომელზეც გოგონა ოცნებობდა. ქრისტინე სოციალურ ქსელში „ლუღის“ სახელით გახდა ცნობილი.
ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა.
მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა.