3 პირბადე ერთ კაცზე – პირბადეების შეძენაზე შეზღუდვები წესდება

0
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სააფთიაქო ქსელებში ერთ მომხმარებელს 3 პირბადეზე მეტის შეძენის უფლება არ ექნება. ამის შესახებ, მინისტრმა საკოორდინაციო საბაჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს სააფთიაქო ქსელები შეთანხმებულები არიან, რომ გარკვეული ლიმიტი იქნება, რამდენადაც ვიცი ეს არის 3 პირბადე ერთ მომხმარებელზე, რაც არის სრულიად სამართლიანი. მას შემდეგ რაც სააფთიაქო ქსელები შეავსებენ მარაგს და ბაზარი გაჯერდება, მერე შეიძლება შეღუდვები მოიხსნას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
0