იტალიაში ტანსაცმლის მაღაზიები დაკეტილია. აკრძალულია ფოტოსესიები და სამოდელო ინდუსტრიის მუშაობა შეჩერებულია. ყველაზე ცნობილი მოდური ჟურნალის ახალი ნომრის გამოქვეყნების დრო მოვიდა, თუმცა როგორ უნდა გაერთვათ თავი საქმეს, თუ ყველაფერი აკრძალულია?
Vogue-ის იტალიურმა რედაქციამ გარეკანზე უბრალო თეთრი ფერი გამოსახა. „მაშინ როდესაც ადამიანები იღუპებიან, ექიმები და ექთნები საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. თეთრი ფერი ეძღვნება მათ“, – აღნიშნავენ რედაქციაში.