ექიმების რესურსის დეფიციტი არ გვაქვს, ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140999 ექიმების რესურსის დეფიციტი არ გვაქვს, ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა უსამსახუროდ დარჩენილი ექიმების მობილიზება, მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი გეგმა სამინისტროს არ აქვს. „დღეს დადასტურებული ინფექცია გვაქვს 208, აქედან 48 გამოჯანმრთელებული, არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის არ იგეგმება დამატებითი მობილიზაცია, თუმცა რეანიმატოლოგები და ინფექციონისტები მოქმედი კადრები, მათი მობილიზაცია მომხდარია, მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული მუშაობა იყოს ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
0