საქართველოში საკარანტინო სივრცეების მარაგის პრობლემა არ არსებობს-თურნავა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141001 ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა თქმით, საქართველოში საკარანტინო სივრცეების მარაგის პრობლემა არ არსებობს.მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 86 სასტუმროში კარანტინშია 4 682 ადამიანი, თუმცა რეზერვი ჯერ კიდევ არის, რადგან მათ კარანტინისთვის მობილიზებული აქვთ 6 568 სასტუმრო ოთახი. "ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს გარკვეული რეზერვი, რომელიც აუცილებელია, გამომდინარე იქიდან, თუკი გაუარესდა ვითარება; როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, ველოდებით პიკს და ეს რეზერვი მზადყოფნაში გვქონდეს", — განაცხადა თურნავამ.
0