რა შემთხვევაში ინიშნება პრეპარატი „პლაქველინი“?

0
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით, პრეპარატი „პლაქველინი“ პაციენტების კლინიკური სურათის მიხედვით ინიშნება. , , რაც შეეხება შედეგს, კლინიკური შედეგი ამ ეტაპზე სახეზე გვაქვს. მას თავისი კლინიკური ჩვენება გააჩნია, რომელ დღეს, რომელ სტადიაზე, რა დოზით და რა განგრძლივობით უნდა მივიღოთ. მოგეხსენებათ, ერთი თვეც კი არ არის, რაც ჩვენმა კლინიკამ COVID19-ის ინფექციასთან ბრძოლა დაიწყო და ეს სტანდარტული თერაპია დაწყებული გვაქვს. სტატისტიკა გადაგზავნილი გვაქვს. რამდენიმე დღეში პასუხს ველოდებით და ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა რატიანმა.
#ლევანრატიანი
#პრეპარატი
#პროტოკოლი
#მკურნალობა
#tbilisidaily
0