ჩინეთში ადამიანებს ცოცხლად წვავენ

0
ჩინეთის კრემატორიუმებში COVID19-ით დაავადებულებს ცოცხლად წვავდნენ RFA (Radio Free Asia) -ს ინფორმაციის თანახმად არსებობენ მოწმეები თუ როგორ ათავსებდნენ ჩინეთში, საავადმყოფოებში COVID19 ით დაავადებულ, ჯერ კიდევ ცოცხალ პაციენტებს მიცვალებულებისთვის განკუთვნილ ტომრებში. საინფორმაციო პორტალის განცხადებით დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები თანხმდებიან იმაზე რომ გამონათქვამები „ჩინური ვირუსი“ ან „ჩინური კორონავირუსი“ რასისტულია, თუმცა როგორც RFA ამბობს სჯობს მოვლენებს საკუთარი სახელი დავარქვათ. ეპიდემია ჩინეთში გაჩნდა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ჩინური მხარისგან დიდი დროის განმავლობაში დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. კომუნისტური რეჟიმის ქვეყნისთვის დამახასიათებელი კონტროლის მიუხედავად რეალური ინფორმაციის გამოდინება ამ ქვეყნიდან მაინც ხდება, რაც პერიოდულად საკმაოდ საშიშ სიმართლეს ააშკარავებს. გასულ ორშაბათს RFA -მ გამოაქვეყნა საეჭვო წარმომავლობის რეპორტაჟი, რომელშიც გარკვევით ეწერა რომ ისმოდა ყვირილის ხმები დაკრძალავი ბიუროს კრემატორიუმიდან, საინფორმაციო პორტალის მტკიცებით არსებობდნენ მოწმეები რომელთა განცხადებითაც კლინიკებიდან COVID19 ით დაავადებულ, ჯერ კიდევ ცოცხალ პაციენტებს მიცვალებულთათვის განკუთვნილ პოლიეთილენის ტომრებში ათავსებდნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაწესებული პრესის მკაცრი კონტროლის გამო მოცემული ინფორმაციის ოფიციალურად გადამოწმება ვერ მოხერხდა, ჩინეთის ხელისუფლებას რეპორტაჟის შინაარსი არც დაუდასტურებია და არ უარყვია მაგრამ პერიოდულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ცოცხლად კრემირებული ადამიანების შესახებ, რაც თითქოს განპირობებულია ახალგაზრდა პაციენტებისთვის სამკურნალო ადგილების გამოთავისუფლებით, უხანის გადატვირთული საავადმყოფოების მედპერსონალი არჩევდა იმ ტიპის მოხუცებულ პაციენტებს, რომელთა გადარჩენის შანსი მინიმუმი იყო, ამავე წყაროს განცხადებით გადარჩეულ პაციენტებს, რომელიც ჯერ კიდევ გონზე იყვნენ, გარდაცვლილებისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის ტომრებით აგზავნიდნენ კრემატორიუმებში და ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებში, შედარებით. RFA -ს კონფიდნეციალური წყაროს ინფორმაციით, რომელიც გამოცემის განცხადებით დამკრძალავი ინდუსტრიის ერთერთი მსხვილი წარმომადგენელია, იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტებს რომლებიც მოძრაობდნენ აკავებდნენ და აიძულებდნენ პოლიეთილენის ტომრები თავად ჩამოეცვათ, მისივე თქმით არსებობს რამდენიმე ვიდეო სადაც ისმის ყვირილის ხმები კრემატორიუმებიდან, რომელსაც COVID 19 ით დაავადებული ადამიანები გამოსცემდნენ, რომელთაც ცოცხლად წვავდნენ. „Taiwan News“-ის ტაივანის განყოფილებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ერთერთი ვიდეორგოლის შესახებ რომელიც თავის მხრივ 24 თებერვალს ჩინურმა ახალგაზრდულა დაჯგუფებამ ატვირთა ქსელში. მოცემულ ვიდეოში 60-იოდე წლის ქალი, რომელიც არ ასახელებს ვინაობას ყვება, რომ მასთან ერთად პალატაში მყოფი ცოცხალი პაციენტი რომელიც ამოძრავებდა კიდურებს, მოათავსეს გვამებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის ტომარაში და ელვით შეკრეს. გადმოცემული ეს რამდენიმე ეპიზოდი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ჯოჯოხეთური სცენარის რომელიც ჩინეთში ვითარდება. ახლობლებს და ნათესავებს მომაკვდავების ნახვის უფლება არ აქვთ, ისინი მხოლოდ მიდიან დამკრძალავ ბიუროში კრემირებული ახლობლების ფერფლის წამოსაღებად, სწორედ ამ დროს ერთერთი ქალის ინფორმაციით მისი ქმრის ქამრის ბალთა აღმოჩნდა იმ ფერფლში რომელიც წესით დედამისს ეკუთვნოდა, მეორე რესპოდენტის განცხადებით მან მამის ფერფლში იპოვნა კბილების ხელოვნური იმპლანტები, რომელიც მის მშობელს არასდროს ჰქონია. ვიდეო მასალა https://m.youtube.com/watch?v=DU5Vu7XBpzg
#china
#covid19
#coronavirus
#კორონავირუსი
#ჩინეთი
0