გენდერული სტერეოტიპი- ფსიქოლოგიურ ქცევასთან შესისხლხორცებული ბარიერი

0
საზოგადოების განვითარების უძველესი ხანიდან დღემდე მოვლენა მოვლენას მისდევს, მსოფლიო ვითარდება, რაც განპირობებულია ადამიანის, როგორც ინდივიდუალური არსების მუდმივი მოქმედებით.მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეს საზოგადოება „განვითარების ხანად“აღიქვამს და მართლაც, დღესდღეობით ადამიანი ქმნის ტექნიკას, მის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, თუმცა უბედურება სწორედ ისაა, რომ ამ საოცარ ეპოქაში კვლავ არსებობს რიგი პრობლემებისა, მათ შორისაა:სიღარიბე, ძალადობა, უსამართლობა, გენდერის პრობლემა, არაჯანსაღი კრიტიკა და ა.შ. ამ ბლოგში მინდა ვისაუბრო გენდერის პრობლემაზე, რომელსაც სტერეოტიპები ასაზრდოებს.სანამ დღეს არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ, გავიხსენოთ წარსული და ის მოვლენები, რომლებიც ააშკარავებდა და აღიარებდა ქალის როლს ან პირიქით, აპათიურ დამოკიდებულებას იჩენდა.ჯერ კიდევ 12-10 ათასი წლის წინ დაიწყო მეზოლითი-შუა ქვის ხანა, შეიცვალა თავად ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, პირველყოფილი ჯოგი გვაროვნულმა თემმა ჩაანაცვლა.ამ პერიოდში გვარში საპატიო ადგილი ეკუთვნოდა ქალს, ამ ყოველივეს განაპირობებდა შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის როლი.ისტორიკოსები ამ პერიოდს მატრიარქატად მოიხსენიებენ.ვითარება რადიკალურად შეიცვალა ენეოლითის ხანაში, შემგროვებლურ-მიმთვისებლურმა მეურნეობამ აზრი დაკარგა და მწარმოებლური მეურნეობის მკაფიო განვითარების პარალელურად(მწარმოებლური მეურნეობა ჩამოყალიბებას ნეოლითის ხანაში იწყებს) მატრიარქატი ჩაანაცვლა პატრიარქატმა. გავიხსენოთ ფაქტები ათენელ მოქალაქეებსა და არამოქალაქეებზე.451 წელს პერიკლემ(ათენის სტრატეგოსი 444-429)გამოსცა კანონი „წმინდა მოქალაქეობა“, კანონის მიხედვით ათენის მოქალაქედ ითვლებოდა მხოლოდ ათენელი მამაკაცის შვილი, რომლის დედაც ასევე ათენელის შვილი იყო, იმავე პერიოდში პოლიტიკურ უფლებებს მოკლებული იყვნენ ქალები. ათენისგან განსხვავებით, სადაც ქალებს არავითარი პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ და ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ, სპარტაში მათ შედარებით მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ქალს სამშობლოს მეომარი უნდა გაეზარდა, ალბათ მათ გონებაში გაბატონებული იყო ფრაზა-“ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. სამწუხაროდ საზოგადოებისთვის ქალი განსაკუთრებული მხოლოდ მისი სოციალური პოზიციის გამო იყო, რაც განისაზღვრებოდა ბავშვის შობითა და აღზრდით.გენდერული სტერეოტიპების ფორმირების ბესტისა და უილიამსის მოდელი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სწორედ ბიოლოგიურ განსხვავებას მივყავართ შრომის განაწილებამდე. მარქსის თვალსაზრისი განსხვავებულია.მისთვის გენდერული განსხვავება კლასობრივ განსხვავებასთანაა კავშირში.მისი აზრით , პრიმიტიულ საზოგადოებაში არ არის არც კლასობრივი და არც გენდერული განსხვავება.თვლის, რომ მამაკაცის ბატონობა ქალზე წარმოიშობა კლასების გაჩენასთან ერთად. მოდი, ყურადღება გავამახვილოთ მეოცე საუკუნეში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.1919 წლის დამფუძნებლური კრების არჩევნებისთვის სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიებში კანდიდატებად ოცამდე ქალი დარეგისტრირდა, კრების წევრის სტატუსი კი მხოლოდ ხუთმა ქალმა მოიპოვა: 1.ელისაბედ ბოლქვაძე 2.ქრისტინე შარაშიძე 3.მინადორა ტოროშელიძე 4.ანა სოლოღაშვილი 5.ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრების დებულების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა ყველას, განურჩევლად სქესისა.ალბათ დამეთანხმებით, ეს ფაქტი საკმაოდ სასიამოვნოა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდში მომხდარ მოვლენებს. სამწუხაროდ დღესაც არსებობს სფეროები, რომლებშიც ქალთა ინტერესები სუსტადაა შესწავლილი.შეიძლება ქვეყანა მოვიხსენიოთ დემოკრატიულად, განვითარებულად ან განვითარებად საფეხურზე მდგომი ვუწოდოთ, მაგრამ სამწუხაროდ გენდერული პრობლემა მაინც არსებობს, რაც განპირობებულია აუხსნელი, უმიზეზოდ გაჩენილი სტერეოტიპების წყალობით.არ ვიცი, შეიძლება მას ფსიქოლოგიური ქცევა ვუწოდოთ, თუმცა ერთი რამ ცხადია, ეს დიდი ბარიერია, რომელიც სამომავლოდ წინსვლას შეუშლის ხელს, თავისუფლების ცნებას დააკნინებს და რაც მთავარია, ადამიანის უფლებებს დაარღვევს.უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სამყაროში ყველას აქვს უფლება, იყოს თავისუფალი. ადამიანი უნიკალური არსებაა, საკუთარი შესაძლებლობების წყალობით, თითოეულ ინდივიდში იბადება ამოუცნობი ნაპერწკალი, რომლის განვითრებაც მუდმივ წინსვლას, მოქმედებას, ფიქრს შეუძლია და არა ბაირერად ქცეულ სტერეოტიპებს.ვერც თეთრი იქცევა შავად და ვერც შავი თეთრად თუ ლოგიკურად არ იაზროვნებ. სტერეოტიპებთან სულის შესისხლხორცება კი სხვა არაფერია თუ არა უფერულობა, განუვითარებლობა და უკუსვლა. გამოყენებული წყარო- (მარქსის მოსაზრების შესახებ)სოციოლოგიის შესავალი, ნეილ სმელზერი
0