ვანსა და ქობულეთში შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141004 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევებთან დაკავშირებით იმსჯელა და ამ დროისთვის ვანში, ქობულეთსა და სამეგრელოში მარნეულისა და ბოლნისის მოდელების განხორციელება არ განიხილება. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, საღამოს საბჭო კვლავ შეიკრიბოს და ზომების გამკაცრების საკითხზე იმსჯელოს. "დღეის მდგომარეობით საბჭომ იმსჯელა და ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება, კონტაქტების მოკვლევა. შეიძლება დღეს საღამოს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებაზე", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
0