ირანში ინფიცირების შემთხვევები ზედიზედ 8-დღიანი კლების შემდეგ 4697-მდე გაიზარდა - worldometers

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141006 პორტალი worldometers-ის ინფორმაციით ირანში ინფიცირების შემთხვევები ზედიზედ 8-დღიანი კლების შემდეგ 4697-მდე გაიზარდა. პორტალის ცნობით, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 4 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინდელთან შედარებით 2 608-ით მეტია. დღემდე მაქსიმალური გამოვლენინლი ინფიცირებულთა, დღიური რაოდენობა იყო 30 მარტს დაფიქსირებული 3 185 შემთხვევა იყო. სულ, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 67 286 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 131 კაცი გარდაიცვალა. სულ, ირანში კორონავირუსით 4003 კაცია გარდაცვლილი.
0