„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლური მედიისგან უმაღლეს შეფასებას იღებს - ბექა ოდიშარია

0
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას თქმით, გამოცემა „დეილი სიგნალმა“ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველო მოიხსენია, როგორც რეგიონში ყველაზე მყარი და საიმედო პარტნიორი. , , გამოცემამ დღევანდელი სიტუაცია შეადარა იმ საომარ მოქმედებებს და ჩვენს კონტრიბუციას, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ეწვიან სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთსა თუ სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთის პრესისაგან, დასავლური საზოგადოებისაგან იღებს უმაღლეს შეფასებას და დღეს ჩვენი ხელისუფლების ასეთი ტიპის მოქმედება ამ სამყაროს გამოწვევის წინაშე, ვფიქრობ, რომ მართლაც არის რეგიონში მისაბაძი და გამოსაკვეთი“, -აცხადებს ოდიშარია.
#ბექაოდიშარია
#დასავლურიპრესა
#ქართულიოცნება
#tbilisidaily
0