ტრავმული შოკი, სხეულის მრავლობითი დაზიანება, ფილტვების დაჟეჟილობა - დაშავებული მუშების მდგომარეობა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141009 ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული სახლის დემონტაჟის დროს დაშავებული სამი მუშიდან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული 54 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის რეანიმატოლოგის, სულხან სამხარაძის თქმით, მას გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. "სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვენს განყოფილებაში შემოიყვანა 54 წლის კაცი. გამოხატული ტრამვლული შოკი, სხეულის მრავლობითი დაზიანება, ფილტვების დაჟეჟილობა", -განმარტა სულხან სამხარაძემ. დანარჩენი ორი მუშა კი "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი. შეგახსენებთ, რამოდენიმე საათის წინ, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული სახლის დემონტაჟის დროს, კედელი ჩამოინგრა და 3 მუშა მოიყოლა.
0