პნევმოკოკის აცრას ისე ჩავატარებთ, არანაირი პრობლემა და საფრთხე მოქალაქეებს არ შეექმნებათ - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141011 ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, ნათქვამს პასუხობს, რომელმაც 7 აპრილს ონლაინ-პრესკონფერენციაზე ტიკარაძის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების პნევმოკოკზე აცრას გულისხმობს. . ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხეს, თუ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციის გათვალისწინებას და თუ მაინც დაიწყება აცრები, როგორ განხორციელდება ის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს. „ჯანდაცვის სამინისტროში პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად და ჩვენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ. პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ რომ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ასევე დეტალურ განსაზღვრაზე თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტები. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს მას შემდეგ რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტრის პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ ამის განხორციელებას ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, არც პანდემიის და არც პანდემიის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
0