ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს სექტორი, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 327 ოჯახს, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის 100 ლარის ღირებულების ვაუჩერებს გადასცემს.
დღეს ვაუჩერების დარიგების პროცესი დაიწყო და მას არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
#idsborjomi
#ბორჯომისმერია
#ვაუჩეები
#ქველმოქმედება
#goodnews