შემდეგი 2-3 კვირა გადამწყვეტი იქნება - პუტინი

0
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მომდევნო 2-3 კვირა განსაზღვრავს ქვეყანაში კორონავირუსული პანდემიის კურსს. „ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ ყველა ქვეყნის გამოცდილებას და ვიცით, რომ პირველი 4-5 კვირა ყველაზე რთულია. საჭიროა რესურსების მაქსიმალური კონცენტრაცია, აგრეთვე სამედიცინო რეკომენდაციების დაცვა და მისი მკაცრი კონტროლი“, _ განაცხადა პრეზიდენტმა დღეს მთავრობის სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით რუსეთში 8, 600-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული და 60-ზე მეტია გარდაცვლილი. სტატია ნათარგმნის “CNN”-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
#კორონავირუსი
#რუსეთი
#პუტინი
#headline
0