Attack on Titan: სად არის ანიმეს 9 ტიტანი და ვინ ფლობს მათ?

0
მას შემდეგ, რაც Attack on Titan-ის ანიმეში ყველა, 9 ტიტანის შესახებ გახდა ცნობილი, მოდი თვალი გადავავლოთ და ვნახოთ ვინ არიან და სად არიან ისინი.

The Founding Titan - დამფუძნებელი ტიტანი

პირველ რიგში უნდა ვახსენოთ დამფუძნებელი ტიტანი, რადგან ის არის მთავარი და ყველაზე განსაკუთრებული ტიტანი. ის არის ტიტანი, რომელიც ყველა ტიტანსა და ელდიანელს აერთიანებს და ერთმანეთთან აკავშირებს. მას ასევე უწოდებენ “კოორდინატორსაც” - “Coordinate”. მას შეუძლია შექმნას და მართოს ტიტანები ყვირილის მეშვეობით. მას ასევე შეუძლია შეუცვალოს ელდიანელებს მეხსიერება და ფიზიკური შემადგენლობა. დამფუძნებელი ტიტანის პირველი მფლობელი იყო იმირ ფრიცი. ყველაზე უკანასკნელი მფლობელები კი იყო გრიშა იეგერი, რომელმაც შემდეგ ის თავის შვილს, ერენს დაუტოვა. მეოთხე სეზონის მეხუთე სერიაში, დამფუძნებელი ტიტანი, ერენ იეგერი მტრის (მარლის) ტერიტორიაზეა.

The Attack Titan - შემტევი ტიტანი

ყველაზე საშიში და გამორჩეული ტიტანი არის შემტევი ტიტანი. ეს ტიტანი თავისუფლებისთვის მებრძოლი ტიტანია, რომლის სახელც ქვია თვითონ ამ ანიმესა და მანგას. მას აქვს სწრაფი რეფლექსები, ძალა და ისეთი ფიზიკური შედგენილობა, რაც მას აქცევს წარმოუდგენლად ძლიერ მებრძოლად. როგორც, სხვა ტიტანებს, მასაც შეუძლია ნახოს წინამორბედების მეხსიერება, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, მას შეუძლია ნახოს მომავალი მფლობელების მეხსიერება, რაც მას განსაკუთრებულ მოტივაციასა და შესაძლებლობებს აძლევს, რათა თავიდან აირიდოს მომავალში არსებული საფრთხეები. ამჟამად, შემტევი ტიტანი ერენ იეგერის მფლობელობაშია და როგორც უკვე ვთქვით იგი მარლის ტერიტორიაზეა.

The Colossal Titan - კოლოსალური ტიტანი

ერთერთი პირველი ტიტანი, რომელიც ვიხილეთ. ფიზიკურად ყველაზე მასიური ტიტანი. კოლოსალური ტიტანი სხეულიდან გამოყოფს ორთქლს, რითიც ქმნის დამცავ ბარიერს. ამის გამო, მასთან მიახლოვება ძალიან რთულია. ამის გარდა, როდესაც მფლობელი ტრასფორმირდება ტიტანად, ტრანსფორმაციის დროს გამოწვეული აფეთქება შეუძლია გამოიყენოს, როგორც შემტევ იარაღად, რადგან გამომდინარე ზომიდან, მას ყველაზე დიდი აფეთქების განხორციელება შეუძლია. მთავარი უპირატესობა, რათქმაუნდა არის ზომა, ის სამოთხის კუნძულის კედლებზე უფრო მაღალია. ამჟამინდელი მფლობელი არის არმინ არლერტი, რომელმაც ბერთოლდთ ჰუვერისგან მიიღო იგი. ანიმეს მიხედვით არმინის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

The Female Titan - ქალი ტიტანი

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალი ტიტანი ერთერთი ყველაზე მრავალმხრივი ტიტანია. მას მარტივად შეუძლია მიბაძოს სხვა ტიტანებს და მსგავსი შესაძლებლობები გამოავლინოს. მაგალითად, ჯავშნიანი ტიტანის მსგავსად შეუძლია სხეულის სხვადასხვა ადგილების გამაგრება. ასევე შეუძლია ყვირილით უბრალო ტიტანების მართვა, როგორც დამფუძნებელ ტიტანს. გარდა ამისა, ის ძალიან სწრაფია, მოხერხებული და შეტევაში ძალიან ძლიაერი. ამჟამინდელი მფლობელი არის, ანი ლეონჰარტი. ის მარლის ერთერთი ჯარისკაცია, რომელიც არიჩიეს ქალი ტიტანის მისაღებად. მას შემდეგ რაც, ის დაიჭირეს მან გამოიყენა გამაგრების შესაძლებლობა და საკუთარი თავი კრისტალის მსგავს ბარიერში მოათავსა. როგორც ვიცით, ის ჯერ კიდევ კუნძულზეა.

The Armored Titan - ჯავშნიანი ტიტანი

ჯავშნიანი ტიტანი, თავიდან ბოლომდე დაფარულია გამაგრებული ნაწილებით, რაც მას ფიზიკური დაზიანებებისგან იცას. ეს მას ძალიან რთულ ოპონენტად აქცევს, რადგან ჯავშანი საკმაოდ მძლავრია. მიუხედავად კარგი თავდაცვისა, ჯავშნიანი ტიტანი სისწრაფეში სხვა ტიტანებს ჩმორჩება. ჯავშნიანი ტიტანის მფლობელი რაინერ ბრაუნია, რომელმაც ასევე მარლიში მსახურების დროს მიიღო ის და იგი ამჟამად იმყოფება მარლიში.

The Beast Titan - მხეცი ტიტანი

მხეცი ტიტანი, უფრო მოგვაგონებს გიგანტურ პრიმატს ვიდრე ჩვეულებრი ტიტანს. გარდა იმისა, რომ ის ზომაში ძალიან დიდია, მისი მოძრაობები და ქცევები ძალიან გავს ცხოველისას და არა ადამიანისას. მხეცი ტიტანის შესაძლებლობები, შეიძლება შეიცვალოს მისი მფლობელების შესაბამისად. ახლანდელი მფლობელი არის ზეკე იეგერი, ერენის ნახევარ-ძმა. ზეკეს შესაძლებლობებში შედის, ნებისმიერი ნივთის ზუსტი და ძლიერი სროლა, გამაგრება და ასევე ადამიანების ტიტანებად, როგროც გადაქცევა ასევე მათი მართვა, როგორც დამფუძნებელ ტიტანს. ეს შესაძლებლობა ზეკესია და არა ნებისმიერი მხეცი ტიტანის, რადგან ზეკე სამეფო გვარის შთამომავალია (დედა იყო ფრიცი). საერთო ჯამში, მხეცი ტიტანი ბრუტალური ძალის გამოვლინებაა და ერთერთ უძლიერეს ტიტანად ითვლება. ამჟამად, ზეკე იმყოფება მარლიში.

The Jaw Titan - ყბა ტიტანი

როგორც სახელი გვეუბნება, ამ ტიტანს აქვს ძლიერი ყბები და ასევე ბრჭყალები, რითაც შეუძლია ნებისმიერი რამის განადგურება. ასევე არის სწრაფი, მოქნილი და წარმოუდგენლად მომაკვდინებელი. 9 ტიტანს შორის, ის ყველაზე მობილური ტიტანია. მეოთხე სეზონში, მისი მფლობელი არის პორკო გალიარდი. ისიც იმყოფება მარლიში.

The Cart Titan - გადამზიდი ტიტანი

ეს ტიტანი ყველაგან გამოირჩევა იმით, რომ ის გადაადგილდება ოთხ ფეხზე. ის ძალიან სწრაფია და ყველაზე გამძლე ტიტანებს შორის. მისი ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე, ის გამოიყენება ზუსტად იმისთვის, რაც ქვია. მას გადააქვს სხვადასხვა იარაღები თუ მარაგები. სამხედრო პერსპექტივიდან გამომდინარე ის საკმაოდ სასარგებლო ტიტანად მიიჩნება. ამჟამინდელი მფლობელი არის პიკ ფინგერი და ისიც იმყოფება მარლიში.

The War Hammer Titan - მეომარი ტიტანი

მეომარი ტიტანი ანიმეს მაყურებლებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ჯერჯერობით, რაც ვიცით არის ის რომ, ამჯამად ის ტიბურის ოჯახის მფლობელობაშია.
0