ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ - წულუკიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141018 ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა. "რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება, როგორც ერთ მართლმადიდებელს, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის დიდი დღესასწაული, არამედ სხვა პირადი მოსაზრებებიდანაც გამომდინარე, ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში - ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ თუ მედია საშუალებას მომცემთ, დისტანციურად ვადევნო თვალი და მივიღო მონაწილეობა ამ დიდ დღესასწაულში, "- განაცხადა თეა წულუკიანმა.
0