შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

0
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა კორონავირუსით შექმნილი ვითარების მიუხედავად გაგრძელდება. გზის მშენებლობას "სმექ ინთერნეიშენალ ფითიუაი ლიმითედი" უძღვება. მთავრობის დადგენილების თანახმად, ქვეყანაში შეიზღუდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისების გარდა. ეს შეზღუდვა 22 აპრილამდე გაგრძელდება. გამონაკლისია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც და ქვეყნის მასშტაბით სხვა პროექტებიც, რომლებიც ინფრასტრუქტურას უკავშირდება. ასე, მაგალითად, სამუშაოები ქედაში ჯერ კიდევ მიმდიანრეობს და შენდება ბათუმის სტადიონიც.
#მშენებლობა
#ინფრასტრუქტურა
#შემოვლითიგზა
#BatumiDaily
0