პანდემია ბუნების საპასუხო რეაქციაა - რომის პაპი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141038 რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია კაცობრიობის მხრიდან ეკოლოგიური კრიზისების უგულებელყოფაზე, ბუნების საპასუხო რეაქციაა. „ჩვენ არ გვქონდა რეაგირება კატასტროფებზე. ვინ საუბრობს ახლა ავსტრალიის ხანძრებზე ან ვის ახსოვს, რომ 18 თვის წინ ჩრდილოეთ პოლუსის ნავით გადაცურვა იყო შესაძლებელი, რადგან ყინულის საფარი გადნა? ვინ საუბრობს წყალდიდობებზე?“ , – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. „მე არ ვიცი, არის თუ არა ეს ბუნების შურისძიება, თუმცა ეს ნამდვილად არის ბუნების პასუხი“, – აღნიშნა რომის პაპმა. პონტიფიკოსმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გადატანილი ბრონქიტის შემდეგ, ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის. პანდემიასთან ბრძოლაზე საუბრისას პონტიფიკოსმა შეაქო ის ადამიანები, ვინც „ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან“, მათ შორის ექიმები და მაღაზიის გამყიდველები. რომის პაპმა ისინი „მეზობლად მცხოვრებ წმინდანებად“ მოიხსენია. რომის პაპმა ასევე თქვა, რომ პანდემიის დროს, კარანტინის პერიოდში, უსახლკარო ადამიანები სასტუმროებში უნდა გადაიყვანონ და არა – ავსტოსადგომებზე. „მე ვნახე ფოტო, სადაც ლას ვეგასში უსახლკაროები ავსტოსადგომზე გადაიყვანეს, კარანტინში. ამ დროს კი სასტუმროები ცარიელია, თუმცა უსახლკაროებს სასტუმროებში მაინც არ უშვებენ, “ – განცხადა ფრანცისკემ.
0