კაპანაძის თქმით, მთავრობას ნამდვილად შეუძლია მეტის გაკეთება იმ ადამიანების დასახმარებლად...

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141039 "ევროპული საქართველოს" დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, მთავრობას ნამდვილად შეუძლია მეტის გაკეთება იმ ადამიანების დასახმარებლად და საქართველოში დასაბრუნებლად, ვინც საზღვრებს მიღმა გაიჭედა და ვერ ბრუნდება. "ეს არის სრულიად მიუღებელი პრაქტიკა. სამწუხაროდ, დისკუსია ქვეყნის შიგნით იმაზე მიდიოდა თვითმფრინავები არის თუ არა და მათი მეშვეობით ჩამოყვანა თუ იყო შესაძლებელი. არაფერ შუაში არ არის თვითმფრინავები ძალიან ბევრი ავიაკომპანია მზად არის დღესაც, რომ ჩამოიყვანოს. პრობლემა, როგორც ჩანს ჩვენთან არის ის, რომ საკარანტინე სივრცეები არ არის ჩვენთან მზად და ამიტომ არ ჩამოჰყავს ხელისუფლებას ეს ხალხი, არ არიან მზად, რომ მიიღოს ეს ხალხი და განათავსოს კარანტინებში. ამ გეგმის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან ჩვენს საკონსულო დაწესებულებებში და უკვე აქვთ დაბრუნების სურვილი დაფიქსირებული, მათ უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოემსახურონ და ჩამოიყვანონ უკან, თუ არა და მათ უნდა გადაუხადონ გარკვეული კომპენსაცია, მინიმალური ხელფასის ოდენობის შესაბამისი რაოდენობით, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული ქვეყნების მიხედვით, მაგრამ არა უმცირეს 600 ევროსი. ეს იქნებოდა სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომა და არა ის, რომ ყველაფერს აკეთებენ, რამდენიმე ასეული ადამიანი ჩამოიყვანეს და ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნები აკეთებენ. ეს არასწორი მიდგომა არის და ასე ჩვენი უცხოეთში მყოფი მოქალაქეები ზარალდებიან, " - ამბობს კაპანაძე.
0