მალე გვექნება დამატებით 110,000 სასუნთქი აპარატი, შევძლებთ სხვა ქვეყნების დახმარებას - ტრამპი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141040 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მალე ქვეყანას იმაზე მეტი სასუნთქი აპარატი ექნება, ვიდრე სჭირდება კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად. ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანას უკვე აქვს 8, 675 სასუნთქი აპარატი და მალე მზად იქნება დამატებით 110, 000 მოწყობილობა, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ს არ დასჭირდება. მან თქვა, რომ ზედმეტი ტექნიკა შესაძლოა იმ ქვეყნებში გადაანაწილონ, სადაც მათი ყველაზე დიდი საჭიროებაა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. ტრამპის თქმით, მათ უკვე სთხოვეს აშშ-ს 200 აპარატი. თუმცა, მისივე თქმით 60, 000 აპარატი მხოლოდ 29 ივნისისთვის იქნება მზად. "არ მგონია, რომ ისინი დაგვჭირდება, თუმცა სამომავლოდ გვექნება და ასევე შევძლებთ დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს, სადაც სასუნთქი აპარატების ნაკლებობას განიცდიან." თქვა მან. "ტაბულა"
0