ხაბიბის მენეჯერმა ფერგიუსონთან გაუქმებულ ბრძოლაზე ისაუბრა

ByM.m.m.Georgia
0
ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, რიზვამ მაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან არშემდგარი ბრძოლის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, შექმნილ ვითარებაში არავინაა დამნაშავე. "მოვლენათა ქრონოლოგიას კარგად ვიცნობ, ვერავის დავადანაშაულებთ. ორგანიზაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ეს არც UFC-ის და არც ხაბიბის ბრალია, უბრალოდ ასე მოხდა. ცალსახაა, რომ გეიჯი - ფერგიუსონს შორის გამარჯვებულს ნურმაგომედოვი შეხვდება. ჩემპიონის ვალდებულებაა ქამრის დაცვა. მალე პრეტენდენტის ვინაობას გავიგებთ", - თქვა მაგომედოვმა. შეგახსენებთ, ხაბიბი - ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს ღონისძიებაზე UFC 249 უნდა გამართულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო დაღესტნელმა მებრძოლმა აშშ-ში გამგზავრება ვერ შეძლო.
#ხაბიბნურმაგომედოვი
#ტონიფერგიუსონი
#UFC
#სპორტი
#ორთაბრძოლები
#კორონავირუსი
#პანდემია
#khabibnurmagomedov
#tonyferguson
#sport
#news
#opinion
ByM.m.m.Georgia
0