საშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ, ფერგიუსონი - გეიჯის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ჩემი აზრით, ხუთრაუნდიანი, დაუნდობელი ბრძოლა იქნება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ორი ნამდვილი მეომრის შერკინება გველოდება - ისინი სიკვდილამდე იჩხუბებენ. მათ კარგად იციან, მეტოქე ცუდ დღეში როგორ ჩააგდონ.
მთელ მსოფლიოს არჩევანი არ აქვს - ამ შეხვედრას ყველა უყურებს, სიგიჟე იქნება.
ვინ გაიმარჯვებს? ვერ გეტყვით, დასაფიქრებლად დრო მჭირდება. დღეს რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა ფსონს ფერგიუსონზე დავდებდი", - თქვა ადესანიამ.
შეგახსენებთ, ფერგიუსონი - გეიჯის შეხვედრა 18 აპრილს შედგება.
#UFC
#ადესანია
#გეიჯი
#ფერგიუსონი
#ორთაბრძოლები
#სპორტი
#adesanya
#gaethje
#ferguson
#MMA
#sport
#news
#opinion