ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს - ოხანაშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141043 ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს - ამის შესახებ განცხაება, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა „PosTV”-ის ეთერში გააკეთა, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს. „პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა, დღის წესრიგშია. ჩვენ ამ შეთანხმების რეალიზების გეგმებზეც ვიმსჯელეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ამ ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთავანე მოხდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში კონსტიტუციისა და საკანონმდებლო რეგულეციების სრული დაცვით. ეს იქნება დისტანციური, ელექტრონული ფორმით წარმოებული განხილმა. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს შევიტანთ, დაგეგმილია ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების გატარება საარჩევნო კანონმდებლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ კონსენსუსს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
0