2 votes
0 comments
0 shares
Save
პიკის მიღწევის შემდეგ, 3-4 კვირა ინფექცია ვრცელდება და მერე იწყება შედარებით კლება -კულუმბეგოვი
116 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141045

მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი, არის შიდა გადაცემის დაწყების ეტაპი, ხოლო პიკური მდგომარეობა მიიღწევა თვის ბოლოს - ამის შესახებ განცხადება, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა "კურიერთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.

“თუ ჩვენ გავითვალისწინებთო სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ეს არის, ძირითადად, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები, ამ ქვეყნებში დინამიკამ აჩვენა, რომ დაავადების პიკი მიიღწევა შიდა გადაცემის დაწყებიდან 4-6 კვირის განმავლობაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი არის შიდა გადაცემის დაწყების ეტაპი, ხოლო პიკური მდგომარეობა მიიღწევა თვის ბოლოს. მერე, ტრადიციულად, რასაც ვუყურებთ ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს, პიკის მიღწევის შემდეგ, 3-4 კვირა ინფექცია ვრცელდება და მერე იწყება შედარებით კლება,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “კურიერთან”


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
COVID 19-ის ინფექციის გავრცელების პიკს უნდა ველოდოთ თვის ბოლოს, რომელიც 4-6 კვირა შენარჩუნდება
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ პიკური პერიოდი ნარჩუნდება 4-6 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც კლებას იწყებს. "თუ ჩვენ გავითვალისწინებთო სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ეს არის, ძირითადად, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები, ამ ქვეყნებში დინამიკამ აჩვენა, რომ დაავადების პიკი მიიღწევა შიდა გადაცემის დაწყებიდან 4-6 კვირის განმავლობაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი არის შიდა გადაცემის დაწყების ეტაპი, ხოლო პიკური მდგომარეობა მიიღწევა თვის ბოლოს. მერე, ტრადიციულად, რასაც ვუყურებთ ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს, პიკის მიღწევის შემდეგ, 3-4 კვირა ინფექცია ვრცელდება და მერე იწყება შედარებით კლება,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.#covid19 #stopcovid19 #coronavirus #pandemy
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
აპრილის ბოლო და მაისის პირველი 2 კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება
აპრილის ბოლო და მაისის პირველი 2 კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია". „ჩვენ პიკში შესვლის პერიოდს ვვანგარიშობთ ხოლმე, როცა შიდა გავრცელება ფიქსირდება. ჩვენთან კოვიდ ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, შიდა გავრცელება კი, როცა ვერ გავედით პირველწყაროზე, დავაფიქსირეთ 22 მარტს. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მოგეხსენებათ ერთმანეთის გამოცდილებას უყურებს ყველა ქვეყანა, ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ, პიკური პერიოდი დგება შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირის ფარგლებში. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სწორედ მე-6, მე-7, მე-8 კვირებში. ახლა ჩვენ მე-6 კვირაში ვართ შიდა გავრცელების დაწყებიდან. ამიტომ ვამბობთ, რომ აპრილის ბოლო და მაისის პირველი 2 კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება. ამ 3 თვის განავლობაში გარკვეულად შევაკავეთ ინფექცია, გვქონდა რამდენჯერმე ნახტომი, მაგრამ არ გვქონია დიდი. მთავარი მიზანია, რომ ეს კვირები გავიაროთ, დაახლოებით ამ ტიპის ზრდით, ანუ არ გვქონდეს ჩვენს მრუდზე დიდი ციცაბო. ვთქვათ ვართ პიკში, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ყველა ქვეყნისთვის პიკია, მაგრამ პიკი ჩვენთვის სასურველია იყოს ასეთი დუნე მატება და არა ციცაბო მატება. ეს კვირები არის საფრთხილო და არის პიკური პერიოდი.” - განაცხადა გამყრელიძემ.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ბიძინა კულუმბეგოვი: დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ
“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გავითვალისწინოთ”, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩვეულებრივ, პიკი, დაახლოებით, თვე-ნახევარს გრძელდება. “დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან, დაახლოებით, 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება. კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება, 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია. ასეთ პირობებში ცხოვრება რამდენ ხანს გაგრძელდება, ეგ არავინ იცის. ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, დაახლოებით, ზაფხულამდე – აგვისტომდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებითო. რაც შეეხება დაავადების მეორე ტალღას – ჯერჯერობით, არ დგინდება, რომ ადამიანებს COVID-19 მეორედ ემართებათ. მეორე ტალღა ნიშნავს, რომ შეიძლება, კარანტინის პირობებში ჩაცხრეს ვირუსი, ხალხი კარანტინიდან გაუშვან და მერე ახალი აფეთქება დაიწყოს. აი, ჩინეთში ახლა სწორედ ამის ეშინიათ. ჩვეულებრივ, პიკი გრძელდება, დაახლოებით, თვე-ნახევარს, მერე კი შემთხვევათა რაოდენობის კლება დაიწყება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.#georgia #stopcovid19 #covid19 #coronavirus #pandemy #
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ბიძინა კულუმბეგოვი: დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ
“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გავითვალისწინოთ”, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩვეულებრივ, პიკი, დაახლოებით, თვე-ნახევარს გრძელდება. “დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან, დაახლოებით, 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება. კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება, 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია. ასეთ პირობებში ცხოვრება რამდენ ხანს გაგრძელდება, ეგ არავინ იცის. ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, დაახლოებით, ზაფხულამდე – აგვისტომდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებითო. რაც შეეხება დაავადების მეორე ტალღას – ჯერჯერობით, არ დგინდება, რომ ადამიანებს COVID-19 მეორედ ემართებათ. მეორე ტალღა ნიშნავს, რომ შეიძლება, კარანტინის პირობებში ჩაცხრეს ვირუსი, ხალხი კარანტინიდან გაუშვან და მერე ახალი აფეთქება დაიწყოს. აი, ჩინეთში ახლა სწორედ ამის ეშინიათ. ჩვეულებრივ, პიკი გრძელდება, დაახლოებით, თვე-ნახევარს, მერე კი შემთხვევათა რაოდენობის კლება დაიწყება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.#georgia #stopcovid19 #covid19 #coronavirus #pandemy #
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
COVID 19-ის განვითარების სამი ძირითადი სცენარი
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს არ არსებობს არც ერთი წყარო, არც ერთი ექსპერტი, რომელიც კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღის შესაძლებლობას უარყოფს. მისივე თქმით, სიტუაციის განვითარების სამი შესაძლო სცენარიც განიხილება. „აქცენტები კეთდება, რა სახის იქნება შემდეგი ტალღები. რამდენიმე სცენარი არსებობს სიტუაციის განვითარების.სამი განიხილება ყველაზე უფრო ხშირად. პირველი სცენარია ის, რომ ახლანდელი ტალღა არის ყველაზე მაღალი და შემდეგ მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში, საშუალოდ ორწლიან პერიოდს ეხება, როცა ჩვენ ვაფიქსირებთ ახალი კორონავირუსის არსებობას მსოფლიოს ყველა ქვწყანაში. ეს არის ის პერიოდი, რომელიც განიხილება როგორც შესაძლო პერიოდი, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყნებში ვირუსის არსებობისთვის. ყველაზე კარგი სცენარია ის, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა და შემდეგი თვეების, ანუ მეორე ტალღის პერიოდში, რომელიც შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, იქნება ნაკლები ინფიცირება. მეორე სცენარით, მეორე ტალღა შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი. ამის უკანდ დგას 2009-2010 წლის პანდემია, გრიპის H1N1-ით გამოწვეული პანდემია. როდესაც იყო მეორე ტალღა, პირველი ტალღის დროს გრიპით გარდაიცვალა 33 ადამიანი და მეორე წელს თითქმის ორჯერ მეტი. ასე რომ, მეორე ტალღის ალბათობა ასევე რეალურია. მესამე სცენარია ის, რომ ორი წლის განმავლობაში იქნება კორონავირუსი, ოღონდ გაცილებით ნაკლები ინტენსივობით და შესაძლებელია, რამდენიმე მატება იყოს დაფიქსირებული. ეს გამოცდილება ეფუძნება 1918 წლის ე.წ. ესპანური ვირუსის მაგალითს. ეს ვირუსი გაგრძელდა 1918, 1919 და 1920 წლებში და მაშინაც აღინიშნა რამდენიმე ტალღა. მეორე, ახალი ვირუსის საფუძველს, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს. ეს არის 2009 -2010 წლის H1N1-ის პანდემია, რომელიც ასევე გაგრძელდა ტალღების სახით და არ დამთავრებულა პირველ წელს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ამიტომ, ჩხაიძის განმარტებით, მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ. „ყველა უნდა ველოდოთ მეორე ტალღის, მესამე ტალღის გაგრძელებას, ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამისათვის მზად და ზაფხულში ვირუსის შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ დაბრუნდება. ვირუსი აუცილებლად დაბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყო, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ და უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. რამდენიმე თვე იქნება შედარებით წყნარი. ეს არის ივნის, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ესაა ის პერიოდი როცა რესპირაციული ვირუსული ინფექციები არ არის. ასევე იმედი გვაქვს, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევები საერთოდ არ იქნება ან იქნება ერთეული, მაგრამ ნოემბრიდან ალბათ უნდა ველოდოთ ამ შემთხვევების კიდევ უფრო მატებას. გრიპის ვირუსის პერიოდი იწყება ნოემბრის თვიდან და მთავრდება მარტის ბოლოსთვის, სხვა რესპირაციული ვირუსებიდან ყველაზე მეტად საშიშად ვთვლით, გრიპის ვირუსს. ასე რომ გრიპის ვირუსის შეთხვევები ნოემბრის თვიდან ჩნდება ხოლმე და ეს იქნება ის, რაც დაამძიმებს მდგომარეობას. ორი ამ ვირუსის არსებობის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ გაცილებით მძიმე იყოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. რაც შეეხება სკოლებს, ჩხაიძის განმარტებით, ნოემბრიდან შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პროგნოზი თუ გამართლდა, მაშინ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების საჭიროება კვლავ დადგება. „სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები დამოკიდებული იქნება იმაზე, იმ დროსითვის რამდენი იქნება შემთხვევების მატება, იმ სცენარზე, რაზეც დღეს საუბრობენ მეორე ტალღის დროს შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით. თუ გამართლდა, მაშინ კვლავ დადგება საჭიროება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების. ოღონდ ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, შემთხვევები რამდენი იქნება და რა სიძლიერის იქნება მეორე ტალღა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. „გრიპის ვაქციანაციას თავისი პერიოდი გააჩნია, ოქტომბრის ბოლოს ეს ვაქცინა არის ხოლმე მზად. ჩვენს ქვეყაანაში გრიპის ვაქცინაციის პერიოდად მიგვაჩნია ნოემბრის დასაწყისი, ეს იდეალური პერიოდია. მოლოდინია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ გრიპთან ერთად კორონავირუსის არსებობა იქნება დამღუპველი, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს გრიპის საწინააღმდეგი ვაქცინაციას, მძიმე და გართულებული შემთხვევების ნაკლები რისკი იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
გამყრელიძის განმარტება, რატომ იქნება მომდევნო 3 კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი კვირები COVID 19-ის გავრცელების კუთხით ყველაზე კრიტიკული იქნება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს დასკვნა ემყარება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ვირუსის გავრცელების პიკი შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე-მერვე კვირას დადგა. რატომ ვამბობ 3 კვირას - ჩვენ პირველი შემთხვევა დავაფიქსირეთ 26 თებერვალს, ხოლო შიდა გავრცელების შემთხვევები 22 მარტს დავაფიქსირეთ. სწორედ შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში, ამიტომ აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმოჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში, დავრჩეთ სახლში ძალაშია და ის უმრავლესობისთვის ძალაში იქნება კარგა ხანს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ​ როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, ეკონომიკის გახსნა იგეგმება ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად. მაშინ, როდესაც ინფექციის გავრცელების მრუდი დაღმავალი გახდება. "როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან თანდათანობით. იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც გუშინ უკვე დაიწყო გერმანიამ, თანდათანობითი გახსნა, ოღონდ მაშინ, როდესაც ყოველდღიური შემთხვევების დაღმავალ მრუდზე გადავიდენ. იგივე დაიწყო ავსტრიამ, როდესაც დაღმავალ მრუდზე წავიდნენ, იგივე დაიწყო ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამერიკის ხმა
Tbilisi, Georgia · 9 hours ago
პანდემიის რეკორდული მაჩვენებლები - ცვალებადი მონაცემები და საფრთხე, რომელიც არსად წასულა
თითქმის 4 თვის მანძილზე პირველად, ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევან არ ფიქსირდება. ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკის შემდეგ შტატიც და ქალაქი ნიუ-იორკიც ეტაპობრივად იხსნება, პარალელურად კი მცირდება როგორც ინფიცირების მაჩვენებლები, ასევე გარდაცვალებისა და იმ პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. პანდემიის პიკი ნიუ-იორკში მარტი-აპრილის თვეებში დაფიქსირდა. მაშინ შტატის მასშტაბით, დღეში საშუალოდ 900 ადამიანი იღუპებოდა. შტატში ექიმების დასახმარებლად ფედერალურმა მთავრობამ სპეციალური ხომალდი და სასწარაფო დახმარების მანქანებიც გაგზავნა. შტატში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი კლება მაისის დასაწყისიდან დაიწყო და ივლისში რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. სწორედ შემცირებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე შტატი ნიუ-იორკი ეტაპობრივად გახსნის მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა ამ დრომდე ნიუ-იორკელები მკაცრად რეგულირებადი წესებით მოქმედებენ. საუბარია სოციალურ დისტანცირებაზე და პირბადის გამოყენებაზე. ამ დრომდე ნიუ-იორკში არ ჩქარობენ საუბარს სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნაზე. "მნიშვნელოვნად მცირდება დაინფიცირების და მძიმე პაციენტების რაოდენობა. ასევე, მცირდება გარდაცვალების შემთხვევები და ჩვენ ვაგრძელებთ შტატის ეკონომიკების გახსნას. სკოლებთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამ დაგაწყვეტილებას მიიღებს შტატი ქალაქების მერებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს ჩვენი პრეროგატივაა მივიღოთ სკოლების გახსნის გადაწყვეტილება," - ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. გასული კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განცხადა და მოუწოდა შტატების გუბერნატორებს, რომ სკოლების გახსნა დაიწყოს. პრეზიდენტმა სპეციალური შეხვედრაც გამართა სპეციალისტებთან. თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გადაწყვეტილება ფედერალურ დონეზე და ერთობლივად მიღებული არ უნდა იყოს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შტატებში, სადაც ინფიცირების შემთხვევები კლებულობს, "ფრთხილი ნაბიჯებით" შესაძლებელია სასწავლო პროცესის აღდგენა. ნიუ-იორკთან ერთად ვითარება გაუმჯობესდა ნიუ-ჯერსში და კონექტიკუტშიც. შემცირებული მაჩვენებლების ფონზე კი სამივე შტატმა მიიღო გადაწყვეტილება იმ 30 შტატიდან, სადაც პანდემიის პიკია, ადამიანების მიღება შეზღუდოს. ფლორიდიდან და ნიუ-იორკში ჩასულ მოქალაქეები ვალდებული არიან 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი გაიარონ. სამი შტატის მაჩვენებლების გაუმჯობესების პარალელურად, კოვიდ-19-ით ინფიცირებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ფლორიდის შტატსა და ტეხასში. ინფიცირების მაჩვენებლები მატულობს, დაახლოებით, აშშ-ის 30 შტატში. რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ფლორიდაში, სადაც 15 000 ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეს გამოვლინდა. შტატში საავადმყოფოებში ათასობით ადამიანი გადის მკურნალობას. დახურულია თავშეყრის ადგილები და სანაპირო ზოლები. მძიმე ვითარებაა ტეხასშიც. შტატში ექიმები ნიუ-იორკის სცენარის განვითარებას ელოდებიან და ამბობენ, რომ საავადმყოფოების დიდი ნაწილი უკვე გადავსებულია. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა შტატებიდან და ფედერალური მთავრობიდან დახმარების მიღება დაჭირდებათ. უკვე 4 თვეა რთული ვითარებაა კალიფორნიაში. შტატში შეზღუდვები მარტში დააწესეს, რომლებიც მაისში მოიხსნა. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა ივნისის ბოლოს კვლავ დაიწყო. სწორედ ამიტომ კალიფორნიამ გარკვეული შეზღუდვები კვლავ დააწესა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ბოლო დღეების განმავლობაში კითხვის ნიშნები გაუჩნდა პრეზიდენტ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მონაცემები არასწორია და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამერიკაში დიდი რაოდენობით ჩატარებული ტესტირების შედეგია. აღსანიშნავია, ისიც რომ ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად, შტატებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა 3 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც დაახლოებით, ორჯერ მაღალია ბრაზილიის მონაცემებზე, რომელიც მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით: აშშ - 3,308,312 ბრაზილია - 1,864,681 ინდოეთი - 878,254 რუსეთი - 732,547 პერუ - 326,326 ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 135 200-ზე მეტი ადამიანი, რაც ასევე, დაახლოებით, ორჯერ მეტია ბრაზილიასთან შედარებით. კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყნების ჩამონათვალი: აშშ - 135 219 ბრაზილია - 72 100 დიდი ბრიტანეთი - 44 904 მექსიკა - 35 0006 იტალია - 34 954 *ქვეყნების მონაცემები სრულად პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ კოვიდ-19-ის გავრცელების საწყისი ადგილი და ისიც, თუ რომელი ცხოველიდან მოხდა ვირუსის გავრცელება. ამ ეტაპზე ვუჰანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი იმყოფება, რომლებმაც მუშაობა დღეიდან დაიწყეს. უახლოეს პერიოდში მათ კოლეგები შეუერთდებიან. პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს პირველი დამოუკიდებელი გამოძიებაა. ვითარება შედარებით გაუმჯობესდა რუსეთში, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად იზრდება. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფიცირების 8 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე კვირაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ19-ის პანდემიის შესახებ რეკომენდაციების შეცვლაზე მუშაობს, მიზეზი ახალი კვლევაა, რომლითაც ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით არამედ ჰაერითაც გადაიცემოდეს. ფაქტების შესწავლა ჯანმომ გასულ კვირას დაიწყო. პანდემიას მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა და მონაცემები, სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება. კოვიდ-19 მსოფლიოში დღეისათვის ჯამში 12 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გრძელდება მუშაობა წამლებზე და ვაქცინებზე. სპეციალისტების აქტიური მუშაობით შესაძლოა პირველი ვაქცინა 2021 წლის იანვარში უკვე მზად იყოს, თუმცა დაზუსტებით ამაზე საუბრისგან ექიმები და ეპიდემიოლოგები თავს იკავებენ. მსოფლიოს მასშტაბით, მიმდინარეობს მუშაობა 10-მდე ვაქცინაზე.#ახალი_ამბები
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს, იქედან ადამიანის გადაედოს, ეს არის თეორიული რისკი
ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის - ამის შესახებ განცხადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ გააკეთა. „არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, არც იმ ქვეყნებში, სადაც პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. არც ერთი ფაქტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული არ არის ამ ვირუსის სურსათისმიერი გადაცემის. როგორც იმპორტით შემოდის სურსათი, ასევე საქართველოს შიდა ტერიტორიაზე - თბილისიდან საკარანრინო ზონაში, ბოლნისსა და მარნეულში შედის პროდუქცია და იქედანაც სხვადასხვა პროდუქტები გამოდის ჩვეულებრივად. ეს არის ხილი და ბოსტნეული. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ბევრი საწარმოა, ეს არის ხილბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასახვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზეა აყვანილი თვითონ პიროვნებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულია ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა.როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული. ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ხილ-ბოსტნეული გაირეცხოს საპნით, რომ ჩამოვაშოროთ ბაქტერიები. სასურველია ასევე, რომ პროდუქტმა გაიაროს თერმული დამუშავება. პროდუქტი, რომელსაც უმად მივირთმევთ, კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ. უმი ბოსტნეული - სტაფილო და ჭარხალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უნდა გავრეცხოთ, გავთალოთ და კვლავ გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში ის რისკს არ წარმოადგენს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებად არის აგრარულ ბაზრებზე. ამასთან, კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა ღია და დახურულ აგრარულ ბაზარს მისცა რეკომენდაცია, კონკრეტული წესები დაიცვან. „შესასვლელ-გამოსასვლელში უნდა განათავსონ სადეზინფექციო ხსნარით მოწყობილობები, რაც უკვე განთავსებულია, უნდა გააორმაგონ რეცხვა-დეზინფექციის პროცედურები, ასევე, სასურველია მომსახურე პერსონალს ჰქონდეს პირბადე და ხელთათმანი და ხშირად იტარებდნენ ჰიგიენის პროცედურას. ამის კონტროლი მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს კონტროლს, არ მოვდუნებულვართ. ტემპერატურული რეჟიმები, დახლებზე პროდუქტის განთავსება, სამაცივრე პროდუქტის სწორად განთავსებაზე კონტროლი ჩვეულებრივ გრძელდება. ასევე, მაღაზიებში გავეცით დისტანციის დაცვის რეკომენდაცია, რაც ყოველ 2-3 წუთში ცხადდება ხმოვანი შეტყობინებით და ამას აკონტროლებს კიდეც დაცვის სამსახური. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დახლებიდან ვადაგასული პროდუქცია გაიყიდა. „ასეთი ფაქტზე მე არ მსმენია. ვადაგადსული პროდუქცია ჩვენ იქ არ შეგვინიშნავს. მაგრამ მოვუწოდებ მომხმარებელს, თუ მათ რაიმე ფაქტი ექნებათ ვადაგასულ ან გაფუჭებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენს ცხელ ხაზზე - 15 01 დაგვირეკონ და გვაცნობონ, რაზეც მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა კალანდაძემ.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
საქართველო და რეგიონი: საგარეო ვაჭრობის დინამიკა
• იანვარ-აპრილში ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 11.8%-ით. აღნიშნულ პერიოდში, შემცირება ავტომობილების რეექსპორტს და ნედლეულს უკავშირდება. • ექსპორტის შემცირება რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება, სადაც იანვარ-აპრილში 23.5%-იანი კლებაა. • რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან იანვარ-აპრილში ექსპორტი (გარდა აზერბაიჯანი და ბულგარეთი) საშუალოდ 45%-ით შემცირდა. • რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან აპრილის თვეში ექსპორტის შემცირება 43.2%-იანი მაჩვენებლით იყო, ხოლო მთლიანი 27.4%-ით შემცირდა. საგარეო ვაჭრობის როლი საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რასაც ბოლო წლების ზრდის მოდელში ამ უკანასკნელის წვლილი მეტყველებს. ეს კი ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელი რამაა. კერძოდ, 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. აქედან გამომდინარე, არსებითად, ეკონომიკური ზრდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თავის მხრივ, საქართველო ძირითადი სავაჭრო პარტნიორები კი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების ჯგუფში შემავალი ეკონომიკებია. მათ რიგებში კი საერთო საზღვრის მქონე ქვეყნებიცაა, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. ამ ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილი კი გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას უჭირავს. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილებას რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია. 2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნაა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. ამან კი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. კერძოდ, 2020 წლისთვის განვითარებული ეკონომიკების 6.1%-იანი და განვითარებადის 1.0%-იანი კლებაა პროგნოზირებული. მათ შორის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება, რაც 2020 წლამდე 4.4%-იანი ზრდით იყო პროგნოზირებული. მიუხედვად განვითარებული მოვლენებისა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტრანზაქციები - სავაჭრო ურთიერთობები არ შეჩერებულა. ცხადია, შემცირებული მოცულობით, მაგრამ ეკონომიკებს შორის საქონლის და მომსახურების გაცვლა მიმდინარეობს. სწორედ ასეთ არაორდინალურ მდგომარეობის პირობებში, საინტერესოა განვიხილოთ საქართველოს სავაჭრო დინამიკა ეკონომიკური რეგიონის წევრ სავაჭრო პარტნიორებთან. რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები ექსპორტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს ათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიან ექსპორტში 67.6%-ია, ხოლო ამ ქვეყნებიდან იმპორტი კი - 46.49%. მათგან საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია, სადაც ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 13.3%-ია. მეორე კი რუსეთია, რომლის წილი 13.2%-იან ნიშნულს იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფი სომხეთის წილი კი - 10.9%-ს. აღნიშნული სამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 1/3-ს აღემატება. იმპორტის კუთხით, ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა თურქეთია. თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი იმპორტის 17.8%-ია, ხოლო რუსეთიდან კი - 10.8%. უფრო ნაკლები, 6.1%-იანი წილი უჭირავს აზერბაიჯანიდან საქონელი და მომსახურების იმპორტს. ამდენად, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები უშუალო მეზობლები და მათი პარტნიორი რეგიონის ეკონომიკებია. შესაბამისად, რეგიონში არსებული მდგომარეობას ეკონომიკურ აქტივობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა გააჩნია. თავის მხრივ, აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ყველაზე მეტის ექსპორტირებას იტალიაში ახორცილებს, რაც ამ უკანასკნელის მიერ აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტითაა განპირობებული. საერთო ჯამში, აზერბაიჯანიდან იტალიაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 30.2% შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი ნედლი ნავთობია. აზერბაიჯანის საექსპორტო კალათაში მეორე-მესამე ადგილს თურქეთი და ისრაელი იკავებენ, რომელთა წილი 9.4% და 6.7%-ია. გარდა იტალიისა, აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ახორცილებს. მათ შორის, გერმანია და ჩეხეთი, რომელთა წილი მთლიან ექსპორტში 4.0% და 4.8%-ს იკავებს. საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი - რუსეთის ძირითადი საექსპორტო ქვეყნების კი ჩინეთი (13.4%), ჰოლანდია (10.6%), გერმანია (6.6%) და თურქეთია (5.0%). ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი კი ნავთობი, გაზი და ხორბალია. აქედან დაახლოებით მთლიანი ექსპორტის 55.3% ნავთობისა და გაზის წილია. მიმდინარე წელს აღნიშნული საქონელზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ ორივე სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის და აზერბაიჯანის მიერ საგარეო მოთხოვნის ფორმირებაზე უარყოფით გავლენა იქონია, რადგან მათი ადგილობრივი მოხმარების ძირითადი დაფინანსების წყარო სწორედ ამ ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლებია. საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის ძირითად საექსპორტო ქვეყნები კი - რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). აღნიშნულ ქვეყნებში, სომხეთი ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობებს და ოქროს ექსპორტს ახორცილებს, რომელითა წილი სომხეთის მთლიან ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. სომხეთის საექსპორტო კალათაში, გარდა მეტალებისა, გახვეული სიგარეტისა და სპირტიან სასმელების ექსპორტს 16.2%-იანი წილი უჭირავს. რეგიონის ქვეყნებიდან უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანაა, რომელსაც მთლიან ექსპორტში 6.5%-იანი წილი უჭირავს. თავის მხრივ, უკრაინის სავაჭრო პარტნიორები (ექსპორტის მიხედვით) რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%), გერმანია (4.7%), ჩინეთი (4.6%) და ინდოეთია (4.6%). უკრაინის ექსპორტში ქვეყნების წილის განაწილება მიუთითებს, რომ უკრაინას რეგიონში ყველაზე მეტად დივერსიფიცირებული საექსპორტო კალათა გააჩნია, რადგან საექსპორტო ქვეყნების პირველი სამეულის წილი 20.2%-ია, ხოლო პირველი ათეულის კი - 49.3%. გარდა უკრაინისა, დივერსიფიცირებული საგარეო ვაჭრობა აქვს თურქეთს, რომლის მთლიანი ექსპორტის 47.6% პირველ ათეულს, ხოლო 20.7% კი პირველ სამეულს უჭირავს. ამ მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია. მთლიანი ექსპორტის 36.3% პირველ სამეულ უჭირავს, ხოლო პირველი ათეულის წილი კი - 71.9%-ია. თუმცა, საქართველოზე ნაკლებად დივერსიფიცირებულია სომხეთის და აზერბაიჯანის ექსპორტი. კერძოდ, სომხეთის ექსპორტის 52.6% პირველი სამ სავაჭრო პარტნიორის წილია, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს ნიშნული 46.3%-ს იკავებს. საერთო ჯამში, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს სავაჭრო პარტნიორების საექსპორტო ნაწილი შედარებით ნაკლებად დივერსიფიცირებულია. განსაკუთრებით ასეთი ქვეყნები კი - ყირგიზეთ, ყაზახეთი და უზბეკეთია, სადაც მთლიან ექსპორტში პირველი ხუთეულის წილი ½ -ს აღემატება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგიონის მსხვილი ეკონომიკები ნავთობის წმინდა ექსპორტიორებია, რომელებსაც მთლინად რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნიათ, რადგან რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდროს სავაჭრო ურთიერთობები აქვთ. ეკონომიკური ზრდა და ნავთობის ფასი სანამ მიმდინარე პერიოდის საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციებს მიმოვიხილავთ, მანამდე ვნახოთ ნავთობის ფასსა და ექსპორტს შორის არსებული დამოკიდებულება. ამ უკანასკნელის ფასები კლება კი მარტის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო, რომლის მიზეზი რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ შექმნილი ალიანსის ჩამოშლა აღმოჩნდა. აღნიშნულმა ნავთობის მოპოვება (მიწოდება) ზრდა, ხოლო პანდემიამ კი მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. შედეგად, ნავთობის ფასი ბოლო ათწლეულების მანძილზე ისტორიულად დაბალ ნიშნულებს იკავებს. მიმოხილვის შეჯამება საქართველოს ეკონომიკურ ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი წმინდა ექსპორტია. თავის მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მისი ძირითადი ნაწილი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია. აღნიშნული ქვეყნებიდან კი საქართველოს ძირითადი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთია, რომლებიც ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორები არიან და მათი ეკონომიკის დიდ ნაწილის სწორედ ეს ინდუსტრია იკავებს. ამდენად, მიმდინარე წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის გარდა, საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე ნავთობის ფასების შემცირებამაც უარყოფითი გავლენა იქონია. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა. კერძოდ, რეგიონის ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორთან კი 23.5%-იანი კლებაა. აპრილში კი, წინა თვესთან შედარებით, მთლიანი ექსპორტი 11.4%-ით, ხოლო რეგიონთან კი 16.6%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირებასთან ერთად, იმპორტიც შემცირებულია, რამაც 11.8%-იანი კლება შეადგინა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი შემცირდა. მეორე მხრივ, მიმდინარე წელს რეგიონის ქვეყნების საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მომდევნო თვეებშიც მოსალოდნელია. შედეგად, რეგიონში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა.