COVID-19-ით ინფიცირებული სტიქაროსნის ბაბუა მძიმედაა - კორონავირუსი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141050 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოჯახის 3 წევრთან ერთად მკურნალობს ის 16 წლის სტიქაროსანი, რომელსაც COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მათგან ერთის, ბაბუის მდგომარეობა მძიმეა. "რაც შეეხება სხვა პაციენტებს - არის ერთი ოჯახი, 4 წევრი ოჯახიდან. ერთია ასაკოვანი, ბაბუა, 82 წლის აპარატულ სუნთქვაზეა და მძიმე პაციენტთაგან ერთ-ერთია. აღარ ჩანს პირველი მეორე კონტაქტი, დღეს უკვე ძნელია ამის თქმა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობენ, მეზობლისგან გადაედო, თუმცა, ეს მეზობელი გამოკვლეულია და დადასტურებულია თუ არა, ჩვენ არ ვიცით, "- აცხადებს ექიმი.
0