ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა გამოვლინდა

ByM.m.m.Georgia
0
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით, COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი კიდევ ერთხელ გამოვლინდა. როგორც ცნობილია, ამ ადამიანს პირველ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი ფაქტი გუშინ, 7 აპრილს გამოვლინდა. ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი აცხადებს, რომ რეგიონში სახიფათო ვირუსით მხოლოდ ორი პირი არის ინფიცირებული. სეპარატისტთა უწყება ასევე აცხადებს, რომ დღეს, 8 აპრილს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდი COVID-19-ით დაავადებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გალის რაიონიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონი გადმოიყვანეს.
#აფხაზეთი
#საქართველო
#კორონავირუსი
#პანდემია
#სიახლე
#სტატისტიკა
#georgia
#coronavirus
#pandemic
#news
#statistics
ByM.m.m.Georgia
0