0
წერიდან წერამდე... წერიდან წერამდე როგორღაც ვარსებობ, როგორღაც ვარსებობ წერიდან წერამდე, მინდა რომ ღრუბლები კალამით დავსერო, ქარს გამოვატანო ერთხელაც შენამდე, წამები როცა ქმნის წუთების მონუმენტს, თავსხმაა გარეთ თუ უღრუბლო დარია, იქნებ და ერთხელაც რომ აღარ მოგიკვდე შევძლოთ და გადავრჩეთ აქ რამენაირად, სისხლივით ჩემში ხარ რაც ასე ბოლთას ცემს რასაც რომ არ ჰყოფნის სხეულში ადგილი, იმ მიზეზს რომელსაც ვერავინ მოარჩენს, რომელიც თავისით არასდროს გაივლის, ღამისგან დაცლილი შენს გრძნობას ვიფარებ საბნად და ჯანდაბას დღეს მელანქოლია, როდესაც გჭირდება რომ ვიღაც გიყვარდეს, როდესაც ვიღაცას სჭირდები ძალიან, წერაშიც შენ ხარ და წერიდან წერამდეც, იმ დროშიც უშენოდ ასე რომ მიღოღავს, როგორღაც ვარსებობ მე მხოლოდ შენამდე და მხოლოდ შენამდე ვარსებობ როგორღაც. Misha Kuchava
0