ჩვენ მოვიგებთ ჰაერს!..

0
რა არის შენთვის თავისუფლება... ცნობილი კითხვაა და ცნობილი პასუხებიც აქვს ამ კითხვას... სამყაროში გაშვებულმა, გამოგონილმა თუ ნაღამურალმა ვირუსმა სასწაული ტრიუკები აჩვენა. აი, ის ცნობილი ფიგურები ყველაფერი რომ აჭრელდა, ბევრი საცეცებით, ვიზუალურ წარმოსახვაში დაგვეხმარა. დღეს ყველას გვქონია რომ ჩვენს ხელებზე, სახეზე, მხრებზე ყველგან ესენი დაბოდიალებენ. მან ჩვენ ადამიანებს წაგვრთვა ყველაზე მთავარი სასიცოცხლო საშუალება, ის რის გარეშე ერთი წუთსაც ვერ ვძლებთ, ჰაერი... უჰაეროდ დარჩენილი ადამიანების სტატისტიკა და ციფრები ისევ ჩაგვესმის . სამციფრა მაჩვენებელი ლიდერობს . ჩვენ ახლა უხვად ვსუნთქავთ ჟანგბადს . ვხვდებით რა ძვირფასია მისი არსებობა. ჰაერივით დაგვჭირდა ერთად ყოფნა, ოღონდ დისტანციურად. ჰაერივით გვინდა ერთმანეთს მოსმენა ოღონდ დისტანციურად... თავში ნახსენებ თავისუფლების ამბავს რომ დავუბრუნდე, შემეცვალა ჩემი დინამიურად ცვალებადი მოსაზრებები თავისუფლებაზე. დღეს ჩემი თავისუფლება ჰაერია... ჩვენ უჰაერო სივრციდან მალე გამოვაღებთ დარაბებს, შემოვუშვებთ ჩვენს ოთახებში სუფთა ჰაერს, ღრმად ჩავისუნთქავთ, ფილტვებდე ჩავიტანთ და ვიტყვით, რომ ჩვენ ამ პატარა უსუსურმა ადამიანებმა ბრძოლაში გავიმარჯვეთ და მოვიგეთ ჰაერი...
0