31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

0
?? 21 გმირი, საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირა..ისინი თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.. ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ყველაზე პატარა გმირია. ის წარმოშობით ტიბაანიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. 16 წლის ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი მომიტინგე იკრიბებოდა, მათ შორის იყო ეკაც. ის აქციებზე კლასელებთან ერთად დადიოდა და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო. როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ. ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა. ეკა ბეჟანიშვილი დღიურსაც აწარმოებდა სადაც ერთი ასეთი ფრაზა ეწერა - „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოსო“. აზა ადამია, 22 წლის ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის ნატო გიორგაძე, 23 წლის თამუნა დოლიძე, 28 წლის თინა ენუქიძე, 70 წლის ნინო თოიძე, 25 წლის ზაირა კიკვიძე, 61 წლის მანანა ლოლაძე, 33 წლის თამარ მამულიშვილი, 50 წლის ვენერა მეტრეველი მამუკა ნოზაძე, 22 წლის ნანა სამარგულიანი, 41 წლის შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის თამარ ჭოველიძე, 16 წლის ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის მზია ჯინჭარაძე, 43 წლის მანანა მელქაძე, 23 წლის გია ქარსელაძე, 25 წლის
#9აპრილი
#დიდებაგმირებს
#მადლობათავისუფლებისთვის
????
0