პანდემიამ აფხაზებში ანტიქართული განწყობები გააღვივა!

0
ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის. ეთნიკურად სომეხი პაციენტი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და მისი გამოვლენა, როგორც დაინფიცირებულის, გვიან მოხდა, მანამდე კი მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა მანამდე ვირუსი ქართველ ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც გალიდან ზუგდიდში გადმოვიდა
#politics
#news
#opinion
#art
#photo
#coronavirus
Tbilisi
Batumi
Kutaisi
0